27 წლის ლაშა კობახიძე, რომელსაც 23 დეკემბრიდან ეძებდნენ, ცოტა ხნის წინ იპოვეს.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” ლაშას დამ დაუდასტურა.
“ცოცხალი და უვნებელია. მადლობა ყველას”, _ ამბობს სალომე კობახიძე.
შეგახსნებთ, ახალგაზრდა სახლიდან (ავჭალიდან) 23 დეკემბერს, საღამოს საათებში გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

































































