ხობში დაკარგული 45 წლის მამაკაცი ცოტა ხნის წინ იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” დავით ტყებუჩავას ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა დაუდასტურა.
“ხობში ვიპოვეთ. ცოცხალი და უვნებელია”,_ აცხადებს “გურია ნიუსთან” ოჯახის ახლობელი. შეგახსენებთ, დავით ტყებუჩავას ოჯახი 10 ნოემბრიდან ეძებდა.
ავტორი