მთავარი არხის ინფორმაციით, მარნეულის სამხედრო ნაწილში რამდენიმე საათის წინ, გასროლის შედეგად ახალწვეული გარდაიცვალა.
რა გახდა ავტომატური იარაღიდან გასროლის მიზეზი გაურკვეველია – არ არის გამორიცხული უბედური შემთხვევა გაუფრთხილებლობით მომხდარიყო. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა – გარდაცვლილი მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდანაა.
“ჩემი შვილი წამართვეს. ცოცხალი გავუშვი და უკან მკვდარს მიბრუნებენ. დავიღუეპეთ. ღმერთმა დაწყევლოს. რა დააშავა ჩემმა შვილმა ან რა მოხდა იმ სამხედრო ნაწილში? გამირკვიეთ, გთხოვთ, რა მოუვიდა ჩემს შვილს”, – ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.