ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდინარე აჭის ხეობაში ინერტული მასალების გატანის შემდეგ გადათხრილია ის ადგილები, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა.
ადგილობრივმა გიორგი ცეცხლაძემ მდინარის პირას გადაიღო კადრები, როგორ არიან წყლის გარეშე დარჩენილი ცოცხალი თევზები.