ექიმი, რომელიც ჩრდილო კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ოპერაციას უკეთებდა, ძალია ანერვიულდა, რის გამოც პროცედურა, რომელიც 1 წუთს უნდა გაგრძელებულიყო, 8 წუთს გაგრძელდა.
ამის შესახებ იაპონური გამოცემა „შუკან გენდაი“ იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს თავი ცუდად იგრძნო, გულზე ხელი მიიჭირა და დაეცა.
თანმხლებმა ექიმებმა მას გულის მასაჟი გაუკეთეს და უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანეს.
ამავე დროს, სასწრაფოდ გამოიძახეს ჩინელი მედიკოსები, მაგრამ ჩრდილო კორეელმა ექიმებმა ვერ გარისკეს დალოდება და გადაწყვიტეს, თავად გაეკეთებინათ გულის სტენტირება.
ეს არ არის მძიმე ოპერაცია და სულ რაღაც ერთი წუთი ჭირდება, თუმცა, ქირურგმა ძალიან ინერვიულა და პროცედურა 8 წუთს გაგრძელდა.
როგორც „შუკან გენდაი“ იუწყება, ამის შემდეგ ჩრდილო კორეის დიქტატორი „ვეგეტატიურ მდგომარეობაში“ დარჩა.
დღეისთვის ვერავინ ამბობს, ცოცხალია თუ არა კიმ ჩენ ინი. იგი არსად არ ჩანს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ლიდერი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.