ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული “ცრურწმენები”, რომელიც უბრალო, საოჯახო ცოცხს უკავშირდება.
არსებობს ბევრი მინიშნება იმის შესახებ, თუ რა სახის ენერგეტიკული გავლენა გააჩნია უბრალო ცოცხს ჩვენს ცხოვრებაში.
უნდა გახსოვდეთ, რომ ცოცხი ყოველთვის ტარით ზემოთ დადოთ. ეს ოჯახში ბარაქიანობის სიმბოლოა.
არასოდეს გადახვეტოთ ცოცხით პარმაღი – სიღარიბე და ფულის გადინება იცის.
ცოცხზე გადაბიჯებას ოჯახში ჩხუბი და კინკლაობა მოაქვს.
ძველი ცოცხი სასწრაფოდ ახლით შეცვალეთ, თუ არ გინდათ, რომ ფინანსური საქმეები უკან წაუვიდეს ოჯახის უფროსს.
ახალი ცოცხით ძველი სლავები ხეებს ურტყამდნენ ძირებში, ამბობდნენ ასე მოსავლიანობა იზრდებაო.
ჭირვეულ თოთო ბავშვებს კი ახალ ცოცხს მოატარებდნენ დაძინებულზე, ნაკლებად ჭირვეული ხასიათის გაიზრდებაო.
ახალ მთვარეზე შეძენილი ახალი ცოცხით კი მომავალი ორი კვირის ნაყოფიერებას “აპროგრამებენ”.
გასათხოვარ და ბედისმაძიებელ ქალებს, სლავები აიძულებდნენ ახალ ცოცხზე ცხრაჯერ გადახტომას. სჯეროდათ, რომ ბედი მალე გამოჩნდებოდა.
სხვას არასოდეს მისცეთ საშუალება თქვენი სახლი დაგაოს. სლავებს მიაჩნდათ, რომ ეს უიღბლობის ნიშანია.
თუკი არასასურველი სტუმარი გყავდათ და გინდათ იგი თქვენთან აღარ მოვიდეს, მისი წასვლის შემდეგ შემოსასვლელი გადახვეტეთ და მოგროვილი ნაგავი ფეხებს შუა მოაქციეთ. ასე იგი, არასოდეს მოისურვებს მომავალში თქვენთან სტუმრობას.