1968 წელს მიქ მიენმა, ღარიბმა, თუმცა უკიდურესად შეუპოვარმა ირლანდიელმა მუშამ დაიფიცა რომ მიწაში ცოცხლად დამარხული ყველაზე დიდხანს გაძლებდა.
21 თებერვალს, ლონდონის ირლანდიური თემის ცენტრში, კილბერნში, მან ამ საქმისთვის სპეციალურად შექმნილი კუბოც წარადგინა.
190 სმ სიგრძის და 76 სმ სიგანის ნაკეთობა შიდა მხრიდან პენოპლასტით იყო დაფარული, ჰქონდა საჰაერო მილი და საკვების მისაწოდებელი არხი. მუშებმა კუბო სადაც მიქი იმყოფებოდა ამ მიზნისთვის გათხრილ “საფლავში“ ჩადეს და მიწაც დააყარეს. მიენი აცხადებდა, რომ იქ 61 დღე გაძლებდა და რეკორდის მოხსნით გამდიდრდებოდა… მაგრამ ერთი პენიც ვერ იშოვა.
მიქ მიენის ბედი დოკუმენტურ ფილმ “კვლავ ცოცხლად დამარხულშია” ასახული, რომელიც ადამიანურ გამძლეობაზე ფიქრით შეპყრობილ შოუმენების ისტორიებზე გვესაუბრება.
- მიქი თავდაპირველად მოკრივის კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ სპორტული ტრავმის შემდეგ იძულებული გახდა ლონდონში გათხრებზე დაეწყო მუშაობა, ერთხელ, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი გადარჩა, ახალი იდეაც ამის შემდეგ გაუჩნდა .
“ცოცხლად დამარხვის” ტრენდი, 1920-იან წლებში კალიფორნიაში დაიწყო და 1960-იანებში სანახაობრივ შეჯიბრებად იქცა. მიენის მთავარი მოწინააღმდეგე ტეხასელი ბილ უაითი იყო , რომელმაც 55-დღიანი რეკორდი დაამყარა.
პაბ Admiral Nelson -ში საჯარო ჩვენების შემდეგ, მიენის კუბო დალუქეს და დასამარხად წაიღეს.
კუბოს ქვეშ დატანებული პატარა ჭიშკარი საპირფარეშოს როლს ასრულებდა, ხოლო სატელეფონო ხაზი მიქის საშუალებას აძლევდა გარე სამყაროს დაკავშირებულიყო, თუმცა ზარი ფასიანი იყო, რომლის გადასახადს შოუმენთან საუბრის მსურველები იხდიდნენ.
ყოველდღიური რუტინა ერთმანეთს ჰგავდა. ვარჯიში, კითხვა და პერიოდული კავშირი გარე სამყაროსთან .
61 დღის შემდეგ კუბო ამოთხარეს.
“კიდევ ას დღეს გავუძლებდი. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდი” – განაცხადა მზის შუქზე ამოსულმა, წვერმოშვებულმა მეინმა, რომელსაც თვალებზე შავი სათვალეები ჰქონდა მორგებული.



































































