კვლევის თანახმად, ცოცხლად შესრულებული სიმღერების მოსმენა სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
კვლევა პროფესორმა პატრიკ ფეგანმა ჩაატარა. მან შეისწავლა ადამიანებზე, მათ კეთილდღეობაზე სხვადასხვა აქტივობების გავლენა. ისეთი აქტივობების, როგორებიცაა იოგა, სეირნობა, მუსიკის მოსმენა, სიმღერა.
კვლევამ აჩვენა, რომ 20 წუთის განმავლობაში კონცერტზე ყოფნა 21%-ით ზრდის კეთილდღეობის განცდას. გარდა ამისა, 75%-ით უმძაფრებს ადამიანს მოტივაციას და სიცოცხლის ხალისს მატებს. ასევე, 25%-ით ზრდის იმის განცდას, რომ სოციალურად აქტიური ხარ და ადამიანებთან დადებითი ურთიერთობების დამყარება შეგიძლია.
კვლევის თანახმად, თუ ორ კვირაში ერთხელ დაესწრებით კონცერტს და ცოცხალ შესრულებას მოისმენთ, სიცოცხლეს 9 წლით გაიხანგრძლივებთ.