https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ცოცხლობდეს კეტევან დედოპალი!“

18:57; 4.12.2021
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მსახიობებზე, მწერლებზე და რეჟისორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. დღევანდელ წერილ–მოგონებაში, დაახლოებით, ორი საუკუნით უკან მინდა რომ დავბრუნდე და ახლად ჩამოყალიბებულ ქართულ თეატრთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები მოგითხროთ.

„1901 წლის 8 ნოემბერს ქართულ სცენაზე დაიდგა სპექტაკლი  „მსხვერპლისათვის მსხვერპლი“. უკანასკნელ მოქმედებაში ჯარისკაცები ტუსაღებს ციმბირისაკენ მიერეკებიან. ამ პიესისათვის ვალ. გუნიამ სრული ილუზიის შესაქმნელად ნამდვილი ჯარისკაცები გამოიწვია. ვალ. გუნია თამაშობდა ბოჩაროვის როლს, ვალსკის – სვიმონიძე, ოფიცერს – ა. იმედაშვილი.

ჯარისკაცები სულ რუსები იყვნენ. როდესაც იმედაშვილი ოფიცრულად გამოწყობილი გამოვიდა დერეფანში, ისინი წამოხტნენ და გამოეჭიმნენ, როგორც ნამდვილ ოფიცერს. მაგრამ ეს არაფერი.

მესამე მოქმედებაში ეს ჯარისკაცები მიერეკებიან ტუსაღებს. დაღლილი ტუსაღები პატარა ხნით დაეყრებიან დასასვენებლად. ოფიცერი – იმედაშვილი სცენიდან გადის, რადგან როლი მოითხოვს, მაგრამ ცნობისმოყვარეობით თვალს ადევნებს, როგორ დამთავრდება სცენა.

გუნია – ბოჩაროვი ქურდის როლს თამაშობდა, სვიმონიძე კი – უდანაშაულოს როლს. განცალკევებულად იჯდა ქვაზე. მის უკან ერთი ჯარისკაცი იდგა. ვალერიან გუნია მიუახლოვდა პატიმარს და გამოელაპარაკა. ჯარისკაცმა რუსულად დაუძახა: – უიდი.

ვალ. გუნია ადგა, მაგრამ მაინც განაგრძო თავისი როლი. იგი ვალსკის ეუბნებოდა, შენ ჩემს მიერ ჩადენილი ქურდობისთვის ისჯებიო. სვიმონიძე – ვალსკი წამოხტა და მისწვდა საყელოში.

– ვინ ხარ, საიდან იცი? თქვი!

ამ დროს როლში შესულ სვიმონიძეს ჯარისკაცმა ზურგში თოფის კონდახი უთავაზა. სვიმონიძემ ძალით მოიშორა ჯარისკაცი და გუნიასკენ მიიწია. ჯარისკაცმა შეუყვირა:

– გაჩერდი, ფეხი არ გადადგა.

პარტერში სიცილი ატყდა. გუნიასაც გაეცინა, თანაც შიშით უკან დაიხია, კონდახი მეც არ მომხვდესო. ჯარისკაცმა გუნია „დააპატიმრა“ და მის „გათავისუფლებას“ არ აპირებდა. სვიმონიძე სალდათს გაუძალიანდა. რუსმა მას მეოთხედ ჩააზილა კონდახი. ყველაფერი აირ-დაირია.

იმედაშვილმა მოისაზრა, კულისებიდან შემოიჭრა და მეამბოხე ჯარისკაცს უბრძანა:

– თავი დაანებე, აგრე უნდა იყოს!

– მესმის! – მიუგო ჯარისკაცმა და ისევ გაიჯგიმა, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო.“

„ერთხელ ქართულ სცენაზე დაიდგა ვოდევილი „ცელქები“. ავადმყოფ შათირიშვილის მაგიერ სახელდახელოდ ალ. იმედაშვილი გამოიყვანეს. ცხადია, მას ყური და გონება სულ მოკარნახისაკენ ჰქონდა მიმართული. სცენაზე ტასო აბაშიძე როლში შესული ხელს უწვდიდა იმედაშვილს და თანაც ჩურჩულით ეუბნებოდა:

– ახლა ხელზე უნდა მაკოცო, საშა!

იმედაშვილმაც ანგარიშმიუცემლად ხელი საკოცნელად წაიღო და თან ისევ მოკარნახისაკენ იხედებოდა. ამ დროს გაისმა საშინელი წივილი:

– რას შვრები. ბიჭო, ხელი ნუ დამწვი!.

თურმე იმედაშვილი ტასოს გამოწვდილ ხელს გავარვარებული პაპიროსით დაჰკონებოდა.“

„1902 წლის 18 აპრილს დაიდგა ყაზბეგის „ქეთევან წამებული“. ამ წარმოდგენისთვის რუსი სალდათები გამოიწვიეს. მათ უნდა ეყვირათ: „ცოცხლობდეს, ქეთევან დედოფალი!“.

მთელი ფრაზა სამ სიტყვად გაჰყვეს და ასე ათქმევინეს სალდათებს: „ცოცხლობდეს… ქეთევან… დედოფალი…“ სცენამ ასე თუ ისე გვარიანად ჩაიარა.

28 აპრილს ქუთაისიდან საგასტროლოდ მოიწვიეს ლადო მესხიშვილი და ათამაშეს ურიელ აკოსტა. დე სანტოსის როლს ასრულებდა ალექსანდრე იმედაშვილი. წარმოდგენისათვის, მასობრივი სცენების ჩასატარებლად ისევ სალდათები გამოიწვიეს. ორი დღის რეპეტიციაზე ლადომ ისინი ჩინებულად გაწვრთნა. აი, დადგა საზეიმო დღეც.

„უარყოფის აქტში“ ლადო გულწასული გაჰყავდათ კულისებში. ორი წუთის შემდეგ იგი კვლავ სცენაზე შემოვარდებოდა როგორც დაჭრილი ლომი, თვალებიდან ცეცხლს ჰყრიდა, იქაურობას ლეწავდა… იმედაშვილ – დე სანტოსმა ანიშნა სალდათებს, აბა, დაიწყეთ თქვენი სათქმელიო. თვითონ კი ურიელის მისამართით შესძახა:

– გააგდეთ, ჩაქოლეთ!…

კიდევ ანიშნა იმედაშვილმა სალდათებს – ამყევით ყვირილშიო, და ისინიც აჰყვნენ:

– ცოცხლობდეს… კეტევან… დედოპალი!…

ყველას გული გაუსკდა. რა შუაში იყო აქ „ქეთევან დედოფალი?!“

ლადო ისე იყო გატაცებული, რომ მას არ ესმოდა ეს შეძახილი, ისევ განაგრძობდა გააფთრებულ ლეწვას. იმედაშვილი გაშეშებული ხან ლადოსაკენ, ხან სალდათებისაკენ იყურებოდა. დაიბნა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. იმედაშვილი გაჩუმდა, მაგრამ ერთმა მსახიობმა მაინც დაიძახა:

– გააგდეთ! მოკალით! – მას სალდათები აჰყვნენ:

– ცოცხლობდეს… კეტევან… დედოპალი!

დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. ვერ გაეგოთ რას ყვიროდნენ ეს გრძელწვერა ებრაელები.

ლადომ როლის თამაში ისე დაასრულა, რომ არაფერი შეუნიშნავს.

წარმოდგენის შემდეგ გაირკვა, რომ გარნიზონს ამ საღამოსთვის ის სალდათები კი არ გამოეგზავნა, რომლებიც „ურიელისთვის“ მოამზადეს, არამედ ისინი, რომლებმაც ათიოდე დღის წინ „ქეთევან წამებულში“ მიიღეს მონაწილეობა.“

„ვერც ერთი ჩვენი მსახიობი უძრავ სცენებში იმდენ გამძლეობას ვერ იჩენდა, როგორც გრიგოლ ჩარკვიანი. განსაკუთრებით შესანიშნავი იყო ქანდაკებაში.

როდესაც სცენაზე ქანდაკება იყო საჭირო, მას შესაფერად შებურავდნენ და წამოჯგიმავდნენ ხოლმე. ისიც უძრავად, წამწამების დაუხამხამებლად იდგა მთელი მოქმედების განმავლობაში.

მის ქანდაკებას ყველა განცვიფრებაში და აღტაცებაში მოჰყავდა. გრიგოლი ამ საქმისათვის არის გაჩენილიო, იძახდნენ. ამ „როლშიც“ მას ბევრი კურიოზი შეემთხვა.

ერთხელ ქუთაისში დადგეს მონტის ცნობილი პიესა „კაიუს გრაკხი“. გრიგოლი აქ ქანდაკებას „ასრულებდა“. იგი უძრავად იდგა სცენაზე. მოქმედებაც კარგად მიმდინარეობდა.

ამ დროს გრიგოლს შუბლზე ბუზმა გადაურბინა, მაგრამ ეს არაფრად ჩაუგდია მას. შემდეგ ლოყაზე დააჯდა… აქედან ყურზე აუცოცდა. გრიგოლი ითმენდა, უძრავად იდგა, ბუზი კი არ ეშვებოდა, ახლა ცხვირზე დააჯდა. კარგა ხანს შეჩერდა აქ. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა და თავი გააქნია, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ აბა, ქანდარას რა გამოეპარებოდა?!

გაისმა სიცილი… გრიგოლმა იხტიბარი არ გაიტეხა და განაგრძო თავის პოზაში დგომა, წყეული ბუზი არ ეშვებოდა, ცხვირიდან აფრენილი, უცებ კვლავ დააფრინდა ცხვირის ნესტოებთან და ღიტინი დაუწყო.

გრიგოლმა ვეღარ მოითმინა, უფრო მძლავრად გაიქნია თავი და ხელიც შეაშველა. ბუზიც კი გაფრინდა, მაგრამ დარბაზში სიცილ-ხარხარი ატყდა…

პარტერი მალე გაჩუმდა. ქანდარა კი კვლავ განაგრძობდა სიცილს და თან ისმოდა: ვაშა, გრიგოლ, ვაშა! რეპეტე… რეპეტე!

მოთმინებიდან გამოსულმა გრიგოლმა მრისხანედ ასძახა ზევით:

– რა გაცინებთ, თქვე მამაძაღლებო?! ვერ გაჩუმდებით?!

აბა, ამას რა ხმაური და სიცილ-ყიჟინა მოჰყვებოდა, ადვილი წარმოსადგენია.“

[sexy_author_bio]

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026

„ქართველი ვარ, ქართველი!!!“

"მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება"

ყველა სიახლე

ზაფრანი

10:51; 16.02.2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16.02.2026
ზაფრანი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:39; 16.02.2026
საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

10:21; 16.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:19; 16.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში დღეს გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ

10:16; 16.02.2026
ზაფრანი

ქმარი, ცოლი და ასტროლოგია   

10:13; 16.02.2026
ზაფრანი

რა საჩუქარი მიიღე სამყაროსგან    

10:11; 16.02.2026
ზაფრანი

შეუთავსებელი ზოდიაქოს ნიშნები    

10:08; 16.02.2026
საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო