წყალდიდობას თურქეთში 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ჟანდარმერიის ოფიცერიცაა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 11 ადამიანი ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა, მაშველებმა დახმარება 127 ადამიანს აღმოუჩინეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 118 სოფლამდე მისასვლელი გზა დაკეტილია.