მექსიკის სანაპიროსთან ახლოს, კარიბის ზღვაში, ქალაქ კანკუნთან ახლოს, მდებარეობს ზღაპრულად ლამაზი, უჩვეულო წყალქვეშა მუზეუმი.
მისი უნიკალური სკულპტურების წყალობით, რომლებიც ზღვის ფსკერზეა განლაგებული, ეს ხელოვნების ობიექტი განსაკუთრებულად საინტერესო ტურისტულ სანახაობად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში.
ამ პროექტის იდეოლოგებმა გადაწყვიტეს საზოგადოების ყურადღება ეკოლოგიის ერთ- ერთი პრობლემისკენ მიეპყროთ – გარემოს დაბინძურება, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტად და მეტად ანადგურებს წყალქვეშა სამყაროს სილამაზეს, რაც თავის მხრივ მისი ბინადრების გადაშენებას იწვევს.
იმისთვის, რომ შეეწყვიტათ ნეგატიური ცვლილებები, გადაწყვიტეს, მუზეუმი შეექმნათ წყალქვეშ, ფსკერზე ადამიანების ბეტონის ფიგურების განლაგებით, რომელიც ახალ საცხოვრებელ ადგილად იქცა უამრავი ზღვის ორგანიზმისთვის და ზოგიერთი მათგანი ხელოვნურ რიფებადაც კი გადაიქცა.