მუსონური სეზონის დაწყებიდან 2 კვირაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას პაკისტანში 32 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
პაკისტანის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმისა და შესაძლო წყალდიდობის რისკი მაღალი დარჩება, სულ მცირე, სამშაბათამდე.
































































