BBC– ის ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძლიერი წვიმის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება.
ტროპიკული შტორმებით გამწვავებულმა მუსონურმა წვიმებმა წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი დაზარალდა ინდონეზიაში, მალაიზიასა და ტაილანდში.
ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე დაღუპულთა რიცხვი 300-ს გადააჭარბა და არსებობს შიში, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ადგილზე ევაკუაციის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, ძირითადი გზები გათიშულია, ინტერნეტი და ელექტროენერგია კი მხოლოდ ნაწილობრივ აღდგენილია.
შაბათის მონაცემებით, ტაილანდში 160 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, მალაიზიაში რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.






























































