ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინცია ბაღლანში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 315-მდე გაიზარდა. ინფორმაციას dpa ავრცელებს.
პარასკევს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რეალური რიცხვი უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
გაეროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მაღალია.