“წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო” – თბილისის მერი, კახი კალაძე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი შენობებს ეხება, რასაც გზების გადაკეტვა არ სჭირდება.
“სამარცხვინოა, არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა მაგათი საქმე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან რეალურად, ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებზე შანსები 0-ს ქვემოთ არის. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, მე არ ვიცი, აქციის ჩატარება თუ უნდათ, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია ხელს რატომ შეუშლის, აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ აქაც ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ გზების გადაკეტვას, ძალიან დიდი აბსურდია. შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას არანაირი გადაკეტვა არ სჭირდება, მთლიანად იქნება განახლებული და როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, შემდეგ, ბოლო ეტაპი იქნება უშუალოდ გამზირის რეაბილიტაცია თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით. როდესაც გამზირის რეაბილიტაციას დავიწყებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ქუჩის გადაკეტვა, დროებით”, – თქვა კალაძემ.