ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი მიკრობიოლოგიური ხელსაწყო-დანადგარის საშუალებით გახორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერი, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიას ახალი ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებლობა ექნება ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ეშერიხია კოლის და ტოტალური კოლიფორმების განსაზღვრა უახლესი მეთოდით.
ლაბორატორიული კვლევები მაღალი სიზუსტით უმოკლეს ვადებში განხორციელდება.
ლაბორატორიული ხელსაწყო გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა შეძენილი, რომლის ღირებულება 35 600 ლარს შეადგენს.