ინგლისელი გოგონა საშა კენედი 26 წლისაა. იგი ჩვეულებრივი გოგონაა, მაგრამ აქვს ერთი მეტად უცნაური თვისება. დღეში საშა დაახლოებით 21-დან 25-მდე ლიტრ წყალს სვამს.
ექიმების განცხადებით, ჯანმრთელმა ადამიანმა დღე-ღამეში უნდა მიიღოს 2 ლიტრამდე წყალი. თუმცა საშა ექიმების ამ რეკომენდაციას არაფრად აგდებს და დღე-ღამის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხეს იღებს. მას იმდენად უყვარს წყალი, რომ სადაც მიდის ყველგან თან დააქვს წლით სავსე ბოთლები.
რაც შეეხება ღამით, იგი, დაახლოებით, ყოველ ერთ საათში ერთხელ იღვიძებს და მიირთმევს წყალს. დიდი რაოდენობით სითხის მიღების გამო კი იგი, დაახლოებით, ყოველ ნახევარ საათში საპირფარეშოში შედის. ექიმები საშას ამ მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევენ, თუმცა, თვითონ საშა აცხადებს რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და არ აპირებს შეამციროს წყლის დალევა.