წყნარი ოკეანის კუნძულებზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც პრეზიდენტმა ედუარდ ფრიჩმა განაცხადა, ვირუსი პოლიტიკოს მაინა სეიჯს პარიზიდან დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა.
პოლიტიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, სეიჯი პარიზში ყოფნის დროს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის კომისიაში მუშაობდა საფრანგეთის კულტურის მინისტრთან ერთად.