https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„წუ­ხელ არ მე­ძი­ნა მთე­ლი ღამე – ვკი­თხუ­ლობ­დი და­გე­ში­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გზავ­ნი­ლებს” – გიორგი კეკელიძე

12:34; 16.03.2023
ფეისბუქსტატუსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ქსელის მომხმარებელთა კომენტარებს ეხმაურება რომელთა უარყოფითი კომენტარები მოჰყვა კეკელიძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის ფონდმა და­ა­ფუძნა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი სტი­პენ­დია. სტეპენდიას კი პირ­ვე­ლი მი­ი­ღებს 16 წლის სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო, რო­გორც მას ეძა­ხი­ან “წყლის ჭავლზე მო­ცეკ­ვა­ვე გო­გო­ნა”. 

“როცა შორიდან ვაკვირდებოდი, მიკვირდა, იმ დიდი ეროვნული ერთიანობის ფონზე, სულ ორ წელიწადში, როგორ მოხერხდა, რომ იარაღი ავიღეთ და ერთმანეთს დავუმიზნეთ. დღეს აღარ მიკვირს. იოლად მისახვედრია. უმუხრუჭო საზოგადოება გამოვდექით – სამწუხაროდ ყველაფერზე წამსვლელი მეორე განსხვავებული ადამიანის გაუქმების მიზნით.

ლიბერალიც და არალიბერალიც, მორწმუნეც და ურწმუნოც. ყველაფერს ვიკადრებთ, ოღონდ ვინმეს ვაამოთ, ოღონდ ,,ადგილი” შევინარჩუნოთ – რეალური ან ვირტუალური. ეს დღეები ქეთი დუმბაძესაც ვწერდი და სხვებსაც, მიუხედავად იმისა, რა აზრზე იდგნენ და მკვეთრად განსხვავებული იყო თუ არა ეს კონკრეტული აზრი ჩემისგან, მგონია, რომ ადამიანი განსაცდელში არ უნდა მიატოვო, მით უფრო თუ წარსული გაკავშირებს და მაშინაც, არაფერი რომ არ გაკავშირებდეს.

ასე ვცხოვრობდი სულ და რაც დამრჩენია, ასე ვიცხოვრებ, რასაც უნდა მკარნახობდეს კონიუქტურა – ვიწრო თუ ზოგადი. წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ეს ადამიანები, რომელთაგანაც უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია, გამართულ ქართულს ვერ აბამენ, პირიდან მხოლოდ ღვარძლი ამოსდით და ახალი თაობის ჩაყლაპვის კრონოსული გამხეცებული ვნებით არიან მოცული, კადრულობდნენ ყველაფერს, სადღაც დავალებული და გაზეპირებული ფრაზებით. ამ ადამიანებს მხარს უბამდნენ სასარგებლო იდიოტებიც.

და დავინახე, თურმე რამდენს სდომებია ჩემი სიკვდილი, როგორ უხაროდათ ალბათ მაშინ ჩემი თითქმის ორწლიანი წამება, საჯარო სივრციდან გაქრობა და საიქიოს კარზე მიკაკუნება.

და რატომ? იმიტომ რომ ერთ შესანიშნავ, მხიარულ და ბეჯით გოგოს სტიპენდია დავუნიშნე და ეს გოგო მათ აზრს უპირისპირდებოდა? არა, ცხადია. დავუნიშნე, იმიტომ რომ დავინახე, როგორ ვარჯიშობს და შრომობს საკუთარი მომავლისთვის, როგორ გამოხატავს პოზიციას, როცა საჭიროა და იქნება ისეთი მოქალაქე, როგორიც მარო მაყაშვილი იქნებოდა, იმ მტრის ტყვიას რომ არ მოეკლა, რომელსაც ზოგიერთი ასე ცხადად თუ ფარულად ეტრფით. მარო მაყაშვილი საფლავში ბრუნავსო – საფლავში იმ მტერმა ხომ არ ჩააწვინა, რომელსაც ყველაზე მეტად სძაგს ჩვენი ევროპული მომავალი?

სინამდვილეში, ხომ ყველამ უცხადესად იცით, რომ არც ეს გოგოა არაფერ შუაში და არც სტიპენდია. ცალკე აღებული – მარო მაყაშვილის სტიპენდია რომ დამეწესებინა – ტაშს დაუკრავდნენ. ვინმე, ,,ნეიტრალურისთვის” რომ მიმეცა – ასევე ტაშს. მაშინ აღარ იქნებოდა პრობლემა, რომ კერძო, პატარა ფონდი, ჩემივე ჰონორარებიდან დაზოგილი ფულით მცირე ფინანსურ წახალისებას უწესებს ახალგაზრდებს. ახლა არის. და ვიცით რატომაც.

ზოგიერთი შეიძლება ხვდება კიდეც რასაც წერს, ზოგიერთი ვერ. მთელი ცხოვრება ამ ქვეყანას ვემსახურე. ამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეგობრის სახლში ჩასადგმელ გაშლილ ლოგინში მეძინა, შეცდომა მომსვლია უამრავი, მაგრამ მათგან უმეტესი უნებლიე და არა ავი განზრახვით, ვმუშაობდი დღე-ღამეში 20 საათი, მაშინაც კი, როცა მხოლოდ სიკვდილი მინდოდა, ვგრძნობდი პასუხიმგებლობას და საკუთარ თავს მივათრევდი სამსახურში, თუმცა არასდროს ამიღია სახელმწიფოსგან არც პრემია, არც ჯილდო, არც წახალისება ჩემი შრომის გამო – ამას ხაზგასმით ვაკეთებდი და თუ დამცალდა, ასეც გავაგრძელებ. ვერცერთ გრანტს ვერ დაძებნით ჩემგან აღებულს – განა იმიტომ რომ ცუდია, უბრალოდ სხვა მიმართულებით წარიმართა ჩემი ცხოვრება. არასდროს მიქია არცერთი ხელისუფალი, ვერცერთ დითირამბს ვერ მოისმენთ ვერცერთ დროში ჩემგან გასროლილს და ეს თანაბრად აღიზიანებდა ყველას – ,,როგორ ხდება, რომ ეს კეპკიანი ბიჭი, ამდენ რამეს მოედება და თან არ მლიქვნელობს, არავინ უდგას ზურგში და ,,ყველას უყვარს”.

ეს ,,ყველას უყვარს”, ეს პოპულარობა არის ჩემი განაჩენი და მთავარი ბრალი. უმძიმესი დეპრესია და შფოთვითი აშლილობები გადავიტანე, მათგან ერთს ახლაც ვებრძვი, მთელი ღამის უძილობის და შფოთვის ფონზე, წერა ამწამსაც მიჭირს (თავს არავის ვაცოდებ, ეს ჩემი არჩევანია – მკაფიო და ზუსტი) და იოლად შემეძლო, თბილად ვმჯდარიყავი სახლში და ჩუმად მეკეთებინა ის არცთუ ცოტა საქმე, რომელთაც ახლა არ ჩამოვთვლი – მშვენივრად იცის მტერმაც და მოყვარემაც. არ დავჯექი, იმიტომ რომ დავინახე უამრავი ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნისთვის რაღაც უკეთებია, ერთ მხარეს იდგა, მოყვარე მოგვიწოდებდა და მტერი ხარობდა.

ადვილი არ იყო ეს ჩემთვის – ბევრი რამ გადავლახე – საზოგადო თუ პიროვნული. მერე, როცა დავინახე რომ უფროსი თაობა ახალს აძაგებდა, ერთ-ერთს მათგან, დავუნიშნე სტიპენდია, როგორც მხარდაჭერის და თანაგანცდის ნიშანი, რომ მე მათთან ვარ იმ შეცდომებთან და ღირსებებთან ერთად, რასაც ატარებენ, რადგან ისინი არიან ამ ქვეყნის მომავალი და უნდა იცოდნენ – სწავლა, რწმენა, შრომა და თავისუფლება უნდა იყოს მათი ლოკომოტივი. და ამის კვალად დავინახე სახელწაშლილი ადამიანების ბრბო.

დამშვიდდით მეგობრებო, მე პოლიტიკა, ამ სიტყვის პოპულარული და პარტიული გაგებით არ მაინტერესებს, ეს ადრეც მითქვამს, მშვიდ დროს და ახლაც გავიმეორებ – სულ სხვა საქმეებია ჩემი ვნება. არც რომელიმე ძალის მომხრე ვარ და რომ მდომებოდა, ხელგაშლილი მეპატიჟებოდა ყველა. როცა საჭირო იქნება, მე ისევ ვიტყვი ხმამაღლა სათქმელს, როცა არ – გავაგრძელებ ჩემი საქმეების კეთებას. ასეთი ვარ. ასეთი დავიბადე. სიმშვიდე ვერ იბუდებს ჩემში, თუმცა ოდესმე ალბათ დადგება განრიდების დრო.

მანამდე აქ ვარ, გძულვართ თუ გიყვარვართ, საზოგადოების ერთი წევრი, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ უკეთესის მსურველი”, _ წერს გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძე
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4 თებერვალი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22 იანვარი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17 იანვარი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7 იანვარი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30 დეკემბერი, 2025

"ჩემი ბედი ელის ზელენსკისაც, როგორც ლავროვი იმუქრება” _ რა მისწერა სააკაშვილმა ფრანგ ჟურნალისტს

ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის, ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში თიბისი შეხვედრების სერიას იწყებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

21:28; 6.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6.02.2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

“ღმერთო, რა შემზარავი ამბავია”

21:13; 6.02.2026
საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო