ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა წყლის მოქმედების კიდევ ერთი საინტერესო თვისება გამოავლინეს.
აღმოჩნდა, რომ სინოტივე ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს, მნიშვნელობა არ აქვს შხაპს იღებს ადამიანი თუ უბრალოდ ხელებს იბანს. საქმე იმაშია, რომ ქვეცნობიერად ადამიანები სულიერ და ფიზიკურ სისუფთავის შორის პარალელს ავლებენ.
მათ წარმოდგენაში წყალი ნეგატიური ემოციების ჩამომრეცხავია და შესაბამისად დადებითი განწყობაც ბრუნდება.
მკვლევარები იმასაც ამტკიცებენ, რომ წყალს მართლაც შეუძლია, დანაშაულის გრძნობისა და დისკომფორტის ჩამობანა და გვირჩევენ: თუკი ცუდი განწყობა ხშირად გვეუფლება, სასწრაფოდ ხელები დაიბანეთ.