შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრამ ცუდი ამინდი თურმე ადამიანს ასუქებს.
როცა მზე არ ანათებს, ორგანიზმში არ გამოიყოფა ის ნივთიერება, რომელიც დანაყრების შეგრძნებას უწყობს ხელს და ადამიანს შიმშილის გრძნობა ეუფლება.
მოღრუბლული ამინდი თურმე მადას გვიორმაგებს. ამ დროს ბევრს ვჭამთ და შესაბამისად, ვსუქდებით კიდეც.
ბრიტანელი ექიმები შემდეგ რჩევას გვაძლევენ: როცა მზე არ ანათებს და ცუდ ხასიათზე ხართ, შეარჩიეთ ისეთი საკვები, რომელიც D ვიტამინს შეიცავს. ასეთია თევზი, კვერცხი და სოკო.