საკმაო სიძლიერის ქარიშხალმა, გურიის ზღვისპირა კურორტის, ურეკის სანაპირო ზოლი, რომელიც დამცავი ბარიერით საგანგებოდ იყო გამაგრებული, თითქმის, მთლიანად დაფარა ქვიშით.
_ ძლიერი ღელვის შედეგად, მთელი ზღვისპირა ზოლი, სადაც ინფრასტრუქტურა განახლებული იყო ბორდიურებით, ველობილიკებით და საფეხმავლო გზით, ქვიშითაა დაფარული. გეგონება, აქ არაფერი გაუკეთებიათო. არადა, აღფრთოვანებული იყო ყველა, ისეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახორციელდა.
ალბათ, უდიდესი ძალისხმევა დასჭირდება, ამ გარემოს ქვიშისგან გათავისუფლებას, _ გვითხრა მოზაიკოსმა ლალი თავართქილაძემ, რომელმაც დილადრიან მოგვაწოდა შტორმის შედეგად იავარქმნილი ურეკის სანაპირო ზოლის ფოტოები.