წუხელ, ღამის 4 საათზე, კიევში აფეთქება მოხდა, _ ამის შესახებადგილობრივი მედია იუწყება. აფეთქების ტალღამ საცხოვრებელი სახლის მინები ჩაამსხვრია ვლადიმირსკის ქუჩაზე, სადაც რესტორნები და ბანკი მდებარეობს. დაზიანდა იქვე მდგარი მანქანებიც.
შემთხვევის ადგილას მუშაობენ სამართალდამცველები, ფაქტის შესახებ, ჯერჯერობით, სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.