სახალხო დამცველის კრიტიკას პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით, იუსტისიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გამოეხმაურა და ციხის ერთ-ერთ საკანში გადაღებული ვიდეოც აჩვენა.
მინისტრის განცხადებით, სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ დადის და ანგარიშს იმ თანამშრომლებზე დაყრდნობით ამზადებს, რომლებსაც ოპერაშიც კი არ შეუშვებენ, არათუ ციხეში.
“არ ვამბობ, რომ ეს არის მასობრივი შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასობრივი შემთხვევები. თუმცა, მაქვს პრეტენზია ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი იმისა, რომ თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი. ვიყოთ ობიექტურები და ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით, რომელსაც, სხვათაშორის, დახეული ჯინსი აცვია. ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არამცთუ ციხეში“, _ აცხადებს თეა წულუკიანი.