სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, სასამართლომ თეა წულუკიანი და სამინისტროს ათი სიპ-ის ხელმძღვანელი საჯარო ინფორმაციის არგაცემის გამო სამართალდამრღვევად ცნო, მინისტრი პირველ კომენტარს „გურია ნიუსთან“ აკეთებს”
“ძალიან მიხარია, რომ ჩვენივე რეფორმების წყალობით, სასამართლო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. შეცვლილია ის ეპოქა, როცა ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავდა ადეიშვილის სამართალდამრღვევად ცნობას”, _ გვითხრა თეა წულუკიანმა.
კითხვა, თუ რატომ არ გასცა მან საჯარო ინფორმაცია და რატომ დაარღვია კანონი, მინისტრმა უპასუხოდ დატოვა.