გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ბლექ სი არენაზე” გველები შენიშნეს, სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის იუმორით გამორჩეული ოზურგეთელი ხახუტა თოთიბაძე:
“ოზურგეთში, ექიმი ვენეროლოგი გვყავდა ბეჟან მგელაძე, იუმორით სავსე კაცი. ერთხელ ბახუტიე მისულა საკუთარი დიაგნოზით _ ბეჟან ბიძია, ყვერები მეფხანებაო.
ბიჯო! სახლი კაკოიამ (მამამ) აგიშენა, მანქანა გიყიდა, ანგელოზივით ქალი მოგაყვანია და ქორწილიც გადაგიხადა, საჭმელ-სასმელს ციფულო (დედა) გიგზავნის გაკეთებულს….დაჯექი და იფხანე, დროის მეტი რა გაქ?! _ უთქვამს ექიმს.
P.S. მიწა ბიძინამ გიყიდათ, ამხელა საკონცერტო დარბაზის მშენებლობიზა ერთი ლარი არავის დაგიხარჯავთ, ფოდნოსზე დადობილი მოგართვათ საჩუქრად. ამხელა აჟიოტაჟის ატეხვას ერთი ვედრო “წუმწუმა” დაგენთოთ _ არც გველი შეგაწუხებდა, არც ძლოკვი და არც რუსთავი 2″, _ წერს თოთიბაძე.