სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
წურწუმიამ ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო. ხობელმა ფალავანმა იორდანიის სახელით მოასპარეზე მოსტაფა სულთან რაიექ ალქადე, უზბეკი იასურბეკ ორტიკბოევი, ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის შეხვდება.
ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებს იური ლომაძე (77 კგ), რომელიც რეპეშაჟში სომეხ მალხას ამოიანს შეხვდება
შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ასპარეზობას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.