უბედური შემთხვევა მოხდა იმერეთში _ ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო.
როგორც „გურია ნიუსს“ გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა უთხრა, „ბიჭს ქვაზე ფეხი დაუცდა, მდინარეში ჩავარდა და ცურვა არ იცოდა“.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.