მთისპირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ის სოფელია, სადაც ბახვისწყალს, ბუნებასთან თანხმობით შექმნილი, უამრავი საბანაო აუზი აქვს. უკანავაში (მთისპირის თემი) ახლა ასეთ ყველაზე საუკეთესოდ მიჩნეულ აუზში, ზღაპრის პერსონაჟებივით, სილამაზით და სიმკვირცხლით ერთმანეთზე უკეთესი პატარა ონავრები, ართმელაძეები და შავაძეები ბანაობენ. ხტებიან სიმაღლიდან, დაქრიან ლოდებზე და ამ ყველაფერს ისე ოსტატურდ აკეთებენ, შიში არაფრის აქვთ…
ახლა ყველაზე ძალიან თავი იმით მოსწონთ, რომ ცურვა ყველამ იცის და აქ, ბახვისწყალზე ისწავლეს. საბანაოდ ბებია-ბაბუას, მერი და ანზორ შავაძეების თანხმობით წამოვიდნენ. მხოლოდ ის არ იციან, ბებო და ბაბუ ფეხაკრეფით უკან რომ მოჰყვებათ და იქვე, თხმელით დაბურული ბუჩქნარიდან ადევნებენ თვალს…
ავტორი