გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს. ასევე, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსები 30 ივნისს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ, დღე +27 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე გველის. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
მესტიაში დღისით წვიმა და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება და ქარიც იქროლებს.
ნალექიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.
+33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
გორში წვიმიანი დღე და +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +22 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, უმეტესად ნალექიანი ამინდი იქნება, ღამე კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში იწვიმებს და +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +36 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით ჰაერი +3 8 გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი და ძლიერი ქარი იქროლებს.