გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება. მათივე ინფორმაციით, მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.
2 – 4 ივნისს იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში და ისევ დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა”, _ აცხადებენ უწყებაში.