გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 – 14 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
13 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22, ხოლო 14 აპრილს +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.