კვირა და ორშაბათი მკვეთრად განსხვავებული იქნება, მომდევნო კვირის სხვა დღეებისგან, მოსალოდნელი მკვეთრი აცივების შემდეგ – ანტიციკლონი და სითბო გზაშია!
გადავხედოთ ამინდის პროგნოზს მომდევნო კვირის ბოლომდე!
17 და 18 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია- ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, დაბლობსა და ბარში წვიმა, ზოგან ძლიერი, მთასა და მაღალ მთაში თოვლი და ქარბუქი, ზამთრის კურორტებზე ნანატრი თოვლი მოვა, ძალიან შეგვცივდება და თბილი ტანისამოსის აუცილებლობას ყველგან ვიგრძნობთ, პერიოდულად, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე იქნება შტორმი.
მოსალოდნელი რთული მეტეო პირობების გამო, მიზანშეწონილია – მაღალმთიან ზონაში კვირას და ორშაბათს ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავის შეკავება, ასევე ძლიერი ნალექის დროს არსებობს დაბლობ რაიონებში დატბორვის რისკი.
რა მოხდება შემდეგ? სამშაბათიდან ისევ დაიწყებს დომინირებას ანტიციკლონი (ნაწილობრივ ზღვიური და ნაწილობრივ აფრიკული წვლილით), რომელიც უკვე ოთხშაბათიდან დაბლოკავს ცივ ჰაერს, სამხრეთ- დასავლეთიდან გავრცელდება სითბო, რაც ტემპერატურის მნიშვნელოვან მატებას გამოიწვევს.
ასე, რომ ორ დღიანი აცივების შემდეგ, თბილი დღეები დაგვიბრუნდება, ზამთარი ისევ აიღებს შესვენებას, ისეთ დროს, რომელიც ჩვეულებრივ წლის ყველაზე ცივი პერიოდია… _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე.