მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ ცნობებს აქვეყნებს.
სინოპტიკოსთა ვარაუდით, დღეს, 2 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +12 გრადუსსა და წვიმიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც წვიმა და +11 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ასევე წვიმა +12 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +6 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამითაც -4 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +10 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.
გორში წვიმიანი დღეა. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. +3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამე კი -6 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმს, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5-მდე დაიწევს.
წვიმა და ქარია მოსალოდნელი რუსთავში, სადაც დღისით ჰაერის +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღის ბოლოს წვიმაა შესაძლებელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.