ცოტა ხნის წინ, წალენჯიხაში, სოფელ ნაგურუში, ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც წალენჯიხის მერიაში აცხადებენ, დაზარალებულ ოჯახს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.
წალენჯიხაში ძლიერი წვიმა ამ წუთებშიც გრძელდება. სტიქიის შედეგად, ქუჩების ნაწილი დატბორილია, მოსახლეობას კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
რა ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს, ჯერჯერობით, უცნობია.