ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დასრულების შემდეგ, საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ მოსალოდნელ ცვლილებებზე.
საჯარო სამსახურის მოხელეებს მობილობის კანონი იცავს და ნაკლებად ხერხდება კონკრეტულ თანამდებობაზე მყოფ მოხელეთა გათავისუფლება.
ეს ნაკლებად მოქმედებს ა(ა)იპ სამსახურების ხელმძღვანელთა შეცვლა-არშეცვლაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ა(ა)იპ ოზურგეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, მაკა ჭყონია, შესაძლოა, აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩეს.
„გურიას ნიუსი“ შეეცადა მისგან გაეგო, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს.
_პირველად მესმის თქვენგან. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ჩემთვის არაფერია ცნობილი. ჩვეულებრივად ვმუშაობ. შვილებს ვფიცავ, პირველად მესმის, _ გვითხრა მან და თქვა ასევე, რომ უცებ მეგონა, რაღაცას საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებაზე მკითხავდით, კონკრეტულად კი კოვიდზე. ყველა შეშინებული ვართო.
[sexy_author_bio]