ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სახმელეთო ძალებთან კავშირში მყოფმა ჟურნალისტმა, ჰოსეინ დალირიანმა, სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საუბარია ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის აზერბაიჯანთან დაპირისპირების მზაობაზე.
“წვრთნები აჩვენებს IRGC-ს ძალიან სერიოზულ მზაობას სამხედრო დაპირისპირებაზე ნებისმიერ რეჟიმთან, რომელსაც ირანსა და სომხეთს შორის სახმელეთო კავშირის გაწყვეტა სურს”. – დაწერა ირანელმა ჟურნალისტმა.
17 ოქტომბერს, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანისა და არდაბილის პროვინციებში, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სახმელეთო ძალებმა სამდღიანი სამხედრო წვრთნები, სახელად ძლიერი ირანი დაიწყო.
ავტორი