1. ალბათ, როცა შეყვარებულები ვართ, ეს არის ადამიანის ნორმალური მდგომარეობა. შეყვარებულობა მიგვითითებს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი.
ანტონ ჩეხოვი
2. არ არსებობს ისეთი კაცი, რომელიც რაკი ერთხელ გულს აიყრის საყვარელ ქალზე, სირცხვილით არ იგონებდეს თავის ძველ სიყვარულს.
ფრანსუა დე ლაროშფუკო
3. არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში.
ოსკარ უაილდი
4. არაფერი ისე არ იპყრობს, არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის შეცნობა, რომ ის უყვართ.
ჰენრიკ სენკევიჩი
5. განშორება ანელებს მსუბუქ გატაცებას, მაგრამ ამძაფრებს ბობოქარ ვნებას, ისევე, როგორც ქალი აქრობს სანთელს, მაგრამ აჩაღებს ხანძარს.
ფრანსუა დე ლაროშფუკო
6. დანაშაული არ არის, რამდენჯერმე გიყვარდეს.
ბესარიონ ბელინსკი
7. ისე არაფერი აძლიერებს სიყვარულს, როგორც გადაულახავი წინააღმდეგობანი.
ლოპე დე ვეგა
8. ის, ვინც გადაიყვარეს, თვითონაა დამნაშავე, რადგან დროზე ვერ შეამჩნია ეს.
ფრანსუა დე ლაროშფუკო
9. როცა სიყვარული გვბეზრდება, ჩვენ თვითონვე გვსურს, რომ გვიღალატონ, რათა, ამრიგად, ჩვენი ერთგულებისაგან დაგვიხსნან.
ფრანსუა დე ლაროშფუკო
10. სასიყვარულო ომში იმარჯვებს ის, ვინც პირველი გარბის ბრძოლის ველიდან.
თომას ფულერი