„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „სისულელე“ უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამება, ხელისუფლება ვალდებულია, ოქრუაშვილი დააკავოს.
„არათუ თავი ამოწურა, უკვე თავი მოგვაბეზრა კობახიძეებმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას თავისი კორუფციული ფინანსური ინტერესებისთვის გაყიდოს ბოლომე სამშობლო და მოიგონოს ათასნაირი სისულელე, ზღაპარი. ამ განცხადებაზე ასე ვუპასუხებ. თუ ეს ასეა, მაშინ თქვენი ვალდებულებაა, იმ გრუ-ს აგენტების მიმართ, რომლებიც დაასახელეთ, გამოძიება აწარმოოთ და დააკავოთ. თუ ამას ვერ იზამთ, მაშინ კობახიძე გამოვიდეს და სახეზე ნაცარი წაისვას საჯაროდ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილი გრუ-ს აგენტად მოიხსენია.