„თუ არჩევნები გაყალბდა, რისთვისაც უკვე „ გვამზადებენ“, ადამიანების დიდმა ნაწილმა ზუსტად იცის, რომ მათ მომავალი აღარ აქვთ და რჩება ორი ვარიანტი – ან ქვეყნიდან გაქცევა, ან ჯანყი და ამბოხი!“,_ ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ხალხს ცვლილებები უნდა.
„ამიტომ ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს!
პირველ რიგში სასოწარკვეთილი ადამიანების და მეორე ის, რომ თავისივე ძალაუფლების მძევალია.
„ოცნების“ ხელისუფლების დარჩენა აღარ შეიძლება!
„ოცნების“ ხელში ქვეყანა ამ ზამთარს უბრალოდ ვერ გადაიტანს!
ივანიშვილმაც კარგად კარგად იცის, რომ დასავლეთი მეორედ მას აღარაფერს აპატიებს,
ჰაერში დარჩენილი თეთრი ვარდები კი ერთხელ უკვე ვნახეთ.
მოკლედ, დღეს ხალხს ცვლილებები უნდა!
და სულ ტყუილა აქვთ იმედი, რომ რამეთი შეაშინებენ. რადგან ყოველი შეშინებული ქართველი სწორედ მათ წინააღმდეგ დაპირისპირებული მებრძოლი იქნება, იმიტომ რომ 31 ოქტომბრის მერე იწყება განმათავისუფლებელი მოძრაობა“,_ აცხადებს ჭიჭინაძე. (R)