ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისია უფლებადამცველ ზვიად კუპრავას უსმენს. როგორც სხდომაზე კუპრავამ განაცხადა, მირზა სუბელიანი პროკურატურას აშანტაჟებდა და ვანო მერებიშვილის საქმესთან დაკავშირებით სკანდალური მტკიცებულებების გავრცელებით ემუქრებოდა და აღნიშნულს იმ შემთხვევაში გააკეთებდა, თუ პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტებს გამოაშკარავდებდა.
,,ჩემთვის გახდა, ცნობილი, რომ მირზა სუბელიანს ჰქონია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები და მითხრეს, რომ ამ კადრებით აშანტაჟებს პროკურატურას და ეუბნება, თუ ჩემებს დაიჭერთ, ამ საქმეს აგიყირავებთო, ვანო მერაბიშვილის საქმეს გულისხმობდა.
კითხვაზე _ თუ რატომ ხდებოდა ხელის დაფარება, რატომ ხდებოდა განადგურება მტკიცებულებების და რატომ მიდიოდა საქმე ჩაფარცხვისკენ? პასუხი მივიღეთ _ იმიტომ, რომ მირზა სუბელიანს აქვს სკანდალური მტკიცებულებები და ეს არ აწყობს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება არის მირზა სუბელიანს შანტაჟის ქვეშ“, _ სხდომაზე განაცხადა ზვიად კუპრავამ.