მამაკაცი, რომელიც სამარშუტო ტაქსიდან პოლიციას გაექცა, პოლონეთიდან ახალი დაბრუნებული იყო და საიზოლაციო ვადა ამოწურული არ ჰქონდა.
როგორც გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიამ გუინიშვილი “გურია ნიუსთან საუბრისას ამბობს, მძღოლმა მამაკაცის თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ სატელეფონო საუბრიდან შეიტყო.
“როდესაც ადგილზე მივედი, მგზავრებმა მითხრეს, რომ მამაკაცი ტელეფონით ესაუბრებოდა ვიღაცას, რომ ის ჩამოვიდა პოლონეთიდან და წესით, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. შემდეგ გორის გზაზე მძღოლმა პოლიცია დაინახა და გააჩერა, რა დროსაც მამაკაცი გაიქცა. მგზავრები პანიკაში ჩაცვივდნენ. ამბობდნენ, სხვა ტრანსპორტით ვეღარ იმგზავრებდნენ, რადგან, შესაძლოა, თითონ გამხდარიყვნენ დაინფიცირების წყარო. მე ვთხოვე მძღოლს ყველა მგზავრი სახლამდე მიეყვანა, _ გვითხრა გიუნაშვილმა.
“ჩვენ მოვიკლევთ რეალურად მისი მოგზაურობის ისტორიას და თუ გამოვლინდა ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ისიც იძულებით იქნება გადაყვანილი კარანტში, _ ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” პირდარ ეთერში, ცოტა ხნის წინ განაცხადა.