გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ცნობებს აქვეყნებს.
სინოპტიკოსები 28 მარტს ქუთაისში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +8 გრადუსსა და ნალექს პროგნოზირებენ, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +10 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, იწვიმებს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა. ღამით +1 იქნება. წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექია მოსალოდნელი. დღისით +0 გრადუსი იქნება, ღამითაც -11 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ვარაუდობენ ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში ღრუბელია ნავარაუდები. დღისით -6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.
გორში იწვიმებს. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. -1 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ნავარაუდევი ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამე კი -13 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. +8 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3-მდე დაიწევს. რუსთავში ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი. +7 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი. წვიმას პროგნოზირებენ თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.