https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თუ მასპინძელს ნადი უყვარს…

10:07; 4.07.2020
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჟურნალი ,,მოგზაური” (1905) მკითხველს მოუთხრობდა შუხუთში მომხდარი ურთიერთდახმარების ერთ მაგალითს: ,,კვირას, 5 ივნისს თავი მოიყარა 500 კაცმა და ქალმა ეკლესიის გალავანში, კრების მიზანი იყო, გამოეკვლია, თუ რამდენი უმუშახელო ოჯახი იყო დავარდნილი და რამდენი ქცევა ყანა ქონდათ (ამ დავარდნილებს) გასამარგლავი. როდესაც დეტალურათ გამოიკვლიეს ყველაფერი, შემდეგ ორატორმა მიმართა კრებას: ,,აი, ამხანაგებო, ამდენი ოჯახია ჩვენს სოფელში უმუშახელოთ დავარდნილი, ყანა უფუჭდებათ უმარგლავი და რაღა ძმობა იქნება თუ არ გავუწვდით ხელს და გაჭირვებულს არ წამოვაყენებთ?! საჭიროა, ამხანაგებო, დავეხმაროთ გაჭირვებულთ, ხელი გავუწოდოთ და მით ვიხსნათ სიკვდილისაგან! _ ,,მზათ ვართ ყველა! მზათ!” _ დაიძახა ხალხმა ერთხმათ.

მეორე დღეს, რიცხვით ასმა კაცმა მოიყარა თავი სოფლის ერთ კუთხეში და საღამომდი ყანა დაამუშავეს. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ ყანის პატრონები ხარჯისთვის არ შეუწუხებიათ, თვითოეულს თავისი სადილი მოუვიდა სახლიდგან“…

გურიაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ფართოდ იყო გავრცელებული ზემოთ მოყვანილი შრომითი ურთიერთდახმარების ფორმა, რომელსაც ,,ნადი” ეწოდებოდა. მეზობლები ოჯახს ეხმარებოდნენ ან ამ უკანასკნელის მიწვევით, ან საკუთარი ინიციატივით _ თუ ოჯახს ან მარჩენალი არ ჰყავდა, ან ავადმყოფობდა ან კიდევ, თავად ვერ გასწვდებოდა სამუშაოს ჩატარებას. თურმე ამა თუ იმ ოჯახის უფროსის ავადმყოფობის დროს, მის დასახმარებლად ეკლესიაში კვირა დღეს თათბირს გამართავდნენ,  დათქვამდნენ დღეს და ავადმყოფის ყანას კოლექტიურად დაამუშავებდნენ. ყოფილა შემთხვევები, რომ ყანის პატრონს ამის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გაუგია.

ყანის ფართობის მიხედვით მუშების რაოდენობა ნადში სხვადასხვა იყო, თუმცა, რვა კაცზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ნადი ზოგჯერ ას და მეტ კაცსაც კი აღწევდა. ხვნა-გამარგვლის და მძიმე სამუშაოს დროს მხოლოდ კაცები მონაწილეობდნენ, ქალებს მათთვის საჭმელ-სასმელი უნდა მიეტანათ (თუ სამუშაო ადგილი სახლთან ახლოს იყო, მუშები პატრონის სახლში იღებდნენ საკვებს). შერეული ნადი მხოლოდ სიმინდის მოსავლის აღების დროს მუშაობდა, თუმცა, იყო ასევე მხოლოდ ქალების ნადი, უმთავრესად ზამთარში.

სამუშაო რომ გაადვილებულიყო, გურულები სიმღერას იშველიებდნენ, რომელსაც „ყანური“ ერქვა და რადგან ის ნადის გარეშე არ ითქმოდა, მას „ნადურს“ ეძახიან.

ნიკოლოზ მეხუზლას გაფირალება თურმე ნადის დროს მომხდარა. აი, ასე აღწერს ამ ამბავს მისი ძმა სიკო: ,,უწინ ყანაში დიდი ნადურობა იცოდენ, ერჯელ ნიკოლოზაი დაფაიჯეს ნადზე და უთხრეს: ნიკოლოზავ, ჩვენ დევიწყებთ და შენ გუუხმევო. გუუხმო ნიკოლოზამ… მერე, რუმ ისვენებდენ, ნიკოლოზამ დახედა თოხს და თქვა: ამის ნამუშიერმა რა უნდა მიქნასო, საპონს არ მიყიდისო… აგი თქვა და მერე ყანაში არც ჩასულა“.

ნადური სიმღერა უძველესია, არსებობს სხვადასხვა ტიპისა:გურიანთულაი, ქობულეთურაი, საჯაოხურაი, ბაილეთურაი, შემოქმედურაი, მურღულაი. ყოველ მათგანს საკუთარი გამორჩეული ხასიათი აქვს. ,,საოჯახურაი უფრო დინჯია, დარბაისლური, მოზომილი; გურიანთულაი _ სწრაფი, აფეთქებული, ცოფი, შლეგი, იერიშის მიმტანი; ქობულეთურაი  გურიანთულაის ენათესავება, მაგრამ უფრო მხედრულია; შემოქმედურაის ახასიათებს მეტი სიტკბო და მოქნილობა”, _ წერდა აპოლონ წულაძე.

სიმღერის ტემპი მუშაობის ტემპს ემთხვეოდა. წულაძის თქმით, ნადური სიმღერები ბატონყმობის დროს წარმოიშვა, მასში თვალნათლივ ჩანს ბატონების წინააღმდეგ შეთქმულება, ჯანყი, შეტევა, იერიში, ბრძოლა და გამარჯვება.

,,ნადში წასვლა გლეხისათვის იყო სასიხარულო. მან იცოდა, რომ შორეული სოფლებიდან იქ მოწვეული იქნებოდა საუკეთესო მომღერლები. იქ სასმელ-საჭმელი კარგი იქნებოდა, დროსაც გაატარებდა და აქ შრომას ის სასიამოვნოდ სთვლიდა. მითუმეტეს, თუ თვითონ კარგი მომღერალი იყო, ერთი დღის ნაცვლად ორ შრომა დღეს მიიღებდა. განსაკუთრებით, კრიმანჭულის მთქმელი იშვიათი იყო. მისი მოწვევა მასპინძელს ხშირად შორი სოფლიდან (20-25 კილომეტრი) უხდებოდა”, _ იგონებდა ლოტბარი ავქსენტი მეგრელიძე.

ცხრაასიანი წლების დასაწყისში, გურიის რესპუბლიკის ზეობისას, ერთობლივად სამუშაოდ გამოდიოდა ყველა წოდების ადამიანი _ თავადი, აზნაური და მღვდელი, ანუ ისინი, ვინც მძიმე სამუშაოს არ იყვნენ მიჩვეულნი. მაგრამ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ და უარს ვერ ამბობდნენ _ კარგი ბიჭი იყავი და არ გასულიყავი სამუშაოდ! ,,ცნობის ფურცელი” ერთ ისეთ სამუშაო დღეს აღწერს (1905), როცა სოფელ ჯურუყვეთის საზოგადოება მთელი შემადგენლობით გზის შესაკეთებლად შექუჩდა.

 „ისეთი აზნაურები, რომელთაც თავის დღეში თოხი არა სჭერიათ ხელში და მთელ ორ საათს მარტო პირის ბანას ანდომებდნენ, დღეს გლეხებს ამოსდგომიან გვერდში და ბარით მიწას სთხრიან. აქ მღვდელი ანაფორა შაკალთებული მუშაობს, იქ _ მასწავლებელი, ვაჭარი… ყველგან საერთო მხიარულობაა. ხანდახან გაისმის გურული ნადური სიმღერები: ,,გურიანთულაი”, ,,ქობულეთურაი”, ,,საჯაოხურაი”, ,,ბაილეთურაი” და სხვა… ყველა გზები, რომელნიც რამდენი ხანია ვემუდარებოდით მთავრობას და ვერ ვეღირსეთ, ამ კვირეში გაკეთდება“.

ანზორ ერქომაიშვილი ბაბუის შესახებ წერდა: ,,გიგომ (ერქომაიშვილმა) ყველა ნადური იცოდა თავისი ვარიანტებითურთ… ნადურის მცოდნე კაცს დიდი დაფასება ჰქონდა, რადგან კოლექტიური შრომა ტრადიციად იქცა. თუ ოჯახი ყანას ნადის გარეშე დაამუშავებდა, მას ,,უპუროს” უწოდებდნენ, ხოლო თუ ნადურის შემსრულებლები თავიანთ სოფელში არ ჰყავდათ, მათ სხვა სოფლებიდან იწვევდნენ. ხალხი მენადურეებთან ერთად სიხარულით მიდიოდა სამუშაოდ, რადგან შრომა უფრო ხალისიანი ხდებოდა. გარდა იმისა, რომ ნადური შრომას აადვილებდა, მას გასართობი მნიშვნელობაც ჰქონდა”.

როგორც წესი, ნადურს რვა კაცი ასრულებდა. თუ ნადი მრავალრიცხოვანი იყო, ის რვა კაციან ჯგუფებად იყოფოდა და მთელი დღის განმავლობაში სულ განუწყვეტლივ სიმღერა ისმოდა. ერთი ჯგუფი შეასრულებდა „საჯაოხურაის“, მეორე სხვა კუთხის ნადურს, მაგალითად, „შემოქმედურას“, მესამე _  გურიანთულას და ასე შემდეგ.

 გუნდები არა მარტო სიმღერაში ეჯიბრებოდნენ, ასევე, მუშაობაშიც.

მეგრელიძე აღნიშნავდა, რომ ,,ნადური ისე შეწყობილია მუშაობასთან, მისი რითმი ისე მოხერხებულად არის გამოგონილი, რომ ძალაუნებურად თოხის მოსმა და მოძრაობა უთუოდ უნდა შეუთანხმო სიმღერის ზომას. სრულიად უსმენო უნდა იყოს ადამიანი, რომ ის საერთო ზომას (მოძრაობას) ჩამორჩეს, რომელსაც ნადურის რითმი გიკარნახებს… ნადურის საშუალებით მუშები თითქმის ორმაგად ასრულებდნენ სამუშაოს. თუ გლეხი მარტო მუშაობით ამა თუ იმ სამუშაოს მაგალითად 40 დღე მოუნდებოდა, ამავე სამუშაოს ერთ დღეს 20 კაცი დაამუშავებდა, თუ ნადური იქნებოდა გამართული. ამრიგად, ეს სიმღერა დიდად შველოდა გლეხს მუშაობის დროს. ის მუშაობდა და თანაც ერთობოდა. დაღლას ის ვერ გრძნობდა”.

სისხამ დილით დაიწყებოდა სამუშაო და მომუშავენი დილის „ნადურს“ ასრულებდნენ, შუადღისას მზე ზენიტს რომ მიაღწევდა, შუადღის „ნადურს“ იმღერებდნენ, მაგალითად:

,,მიმინოსა მწყერი უყვარს,

შევარდენსა ნადირობა,

თუ მასპინძელს ნადი უყვარს,

აწი ქეა სადილობა”.

შემდეგ ზარმლის „ნადურის“ ჯერი დგებოდა (ზარმული სადილსა და ვახშმის შუა პერიოდია). საღამოს ისევ „ნადურს“ წამოსძახებდნენ და ბოლოს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ ,,ელესას” დააგუგუნებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ დიდი მოსავალი გქონებოდეთო. საქმე იმაშია, რომ ,,ელესას” გურიაში საწნახლის, ასევე, საშენი მასალის, ანუ ტყიდან მძიმე ტვირთის გამოტანის დროს მღეროდნენ. როგორც ვხედავთ, სიმღერებისდა  მიხედვით დროის განსაზღვრაც შეიძლებოდა.

ბევრმა ცნობილმა მომღერალმა „ნადური“ არ იცოდა, ასეთ მომღერლებს ნადზე არ ეძახდნენ, მათ მხოლოდ ნადის შემდეგ პურმარილზე დაპატიჟებდნენ. ყანაში მუშაობის დროს, ნადურის გარდა, სხვა სიმღერას არ იმღერებდნენ.

აპოლონ წულაძე აღნიშნავდა, რომ ,,ნადური გურულს ისე უყვარდა, რომ კალანდაზე, ყველაზე მეტად  ბედობა დღეს, წირვის გამოსვლისას და ,,შელუღის” შემდეგ, ეკლესიის გალავანში აუცილებლად უნდა ემღერათ „ყანური“ და ამით შრომა და მტერზე გამარჯვება ,,დაებედებინათ”.

 წყარო:

თ. გელაძე, კოლექტიური შრომის ფორმები გურიაში.

ანზორ ერქომაიშვილი, ჩემი წინაპარი.

ირაკლი მახარაძე, გურული ფირალები.

ავქსენტი მეგრელიძე, გურული ნადური.

აპოლონ წულაძე, ეთნოგრაფიული გურია.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

პირბადის არასწორი ტარების აღსაკვეთად ბერლინის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დეოდორანტი არ გამოიყენონ

ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყო

ყველა სიახლე

სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ შენობაში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს

20:58; 21.01.2026
მსოფლიო

ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

19:01; 21.01.2026
პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21.01.2026
სამართალი

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი- სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა

16:55; 21.01.2026
სამართალი

პროკურატურა: ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:25; 21.01.2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21.01.2026
სამართალი

536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელის საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

14:23; 21.01.2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21.01.2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21.01.2026
ფინანსები

„ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლებს დეკლარაციაში უთითებს 17

13:20; 21.01.2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21.01.2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა

12:03; 21.01.2026
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

11:02; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო