გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” გურიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოზურგეთელ ოლიმპიურ ჩემპიონს, მანუჩარ კვირკველიას წარადგენს.
თავად კვირკველია ფაქტს “გურია ნიუსთან” უარყოფს და ამბობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის.
_ უკვე დავიღალე ამდენი ზარით. თუ შეჯერდა და მე უნდა დამასახელონ, ჩემთან ხომ უნდა იყოს კომუნიკაცია. არასამთავრობოები თუ აკეთებენ ამ განცხადებებს, არ ვიცი. არ ვადასტურებ, რადგან, როგორ შეიძლება მაჟორიტარად ვიყო წარდგენილი და საერთოდ არ ვიყო არაფრის საქმის კურსში”, _ თქვა “გურია ნიუსთან საუბრისას მანუჩარ კვირკველიამ.