თუ შავმა კატამ გადაგირბინათ, ღილს მოჰკიდეთ ხელი, ყველაფერი წესრიგში იქნება.
საპონი ჯიბეში – ავი თვალისგან დაგიცავთ.
ნაკვერჩხალს დაასხით წყალი, თან დააყოლეთ: როგორც ეს ცეცხლი დაიშრიტა, ასე დაიშრიტოს ჩემი დარდიო.
ნემსი, მაკრატელი, დანა და მისთანანი არავის აჩუქოთ, ჩხუბი იცის. ავი თვალისაგან ოჯახის დასაცავად ჩაარჭვეთ კარებში ნემსი ან დანა მახვილი ბოლოთი გარეთ მიმართული. მაკრატელი გახსნილი არ დატოვოთ, ჩხუბი იცის. ახალფეხადგმულ ბავშვს დანა გაუტარეთ ფეხის ტერფებს შორის, მოსალოდნელ ხიფათებს ააშორებს.
სარკე შემოსასვლელი კარის პირდაპირ დადგით ან დაკიდეთ. სახლში შემოსასვლელ ყველა ხიფათს აირეკლავს. პატარა სარკე მედალიონივით ჩამოიკიდეთ ყელზე, ყოველგვარ ხიფათს აგაშორებთ. თუ სარკე გატყდა, ნამტვრევებიანად ჩამარხეთ მიწაში. ნაჩუქარი სარკე ყოველი შემთხვევისთვის ნაკურთხი წყლით დაწმინდეთ.
წითელი ცხვირსახოცი ან წინდა სკამის ფეხს მოაბით და დაკარგულ ნივთს იპოვით.
გადააბიჯეთ ზღურბლს, გულში თქვით თქვენი სურვილი, უკან გადმოაბიჯეთ და მიხურეთ კარი. სურვილი შეგისრულდებათ.