„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობაზე ფიქრობს.
“თუ შემოთავაზება იქნება თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბების მიუხედავად, ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მე-3 ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადაწყვეტილება, ამიტომ, ცალსახად ვაპირებ თუ არა კანდიდატობას, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია”,_ განაცხადა ჯაფარიძემ.