ხალხურ მედიცინაში სტაფილო გამოიყენება, როგორც შარდმდენი და ქვების დამშლელი საშუალება. კარგია სტაფილოს წვენის სმა. ასევე, საუკეთესოა გახეხილი სტაფილო მაიონეზთან ერთად, რადგან ასეთ საკვებში ყველაზე მეტადაა შენახული ვიტამინები.
ვინც ფიზიკურ დაქვეითებას გრძნობს, აუცილებლად უნდა ჭამოს გახეხილი და რძეში მოხარშული სტაფილო. ასევე, სტაფილო კარგია: ხველების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და სისხლნაკლებობის დროს.
სტაფილოში ბევრი სასარგებლო ვიტამინია. ის შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებას, რის გამოც დიეტურ, სამკურნალო და საკვები ღირებულებების მქონე ბოსტნეულადაა მიჩნეული.
სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.
სტაფილოს კარგი შედეგები აქვს ავიტამინოზის, ღვიძლის დაავადების, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის დროს. ასევე, აქვს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები.