ფეხით სიარული უფრო ხელმისაწდომი გახლავთ. ფეხით გასეირნება ტვირთად არ უნდა იქცეს. საჭირო არ არის მძიმე ან სამწყობრო ნაბიჯით სიარული, ყველას ჯობს თავისუფლად იაროთ. ყურადღება გაამახვილოთ ბუნებრივ სიარულზე: თავი მაღლა გვეჭიროს, ნუ მოიკუზებით. მხრები გაშალეთ!
მიზნად დაისახეთ, გახდეთ ფეხით მოსიარულე და ყოველდღიურად, წლის ყოველ დროს და ყოველგვარ ამინდში იარეთ. თუ გარემო არ გაინტერესებთ, თავი ფიქრებს მიეცით, როცა სეირნობთ, ჩვეულებრივი საზრუნავისაგან თავისუფლდებით.
ცხოვრებას იმდენი რამის სწავლება შეუძლია, რომ ნამდვილად დასანანია დროის დაკარგვა სხვებთან შედარებით ბურთის უკეთ სროლის დაუფლებაზე. თუმცა კი შედეგი მაინც ერთია: სწორად მომუშავე კუნთები და დაჩქარებული სისხლის მიმოქცევა ჰარმონიისა და ბედნიერების განცდასთან ერთად.