„ძროხა, რომელსაც სახელს არქმევენ, მეტს იწველის“, — ამბობენ ნიუკასლის უნივერსიტეტის (ინგლისი) მეცნიერ-მუშაკები.
თუ კარგად ექცევიან ძროხას, წელიწადში დაახლოებით 280 ლიტრით მეტს მოიწველის.
„როგორც ადამიანებს სიამოვნებთ კარგი მოპყრობა, ასევე, რეაგირებს ძროხა სითბოზე, – ამბობს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის დოქტორი კეთრინ დუგლასი.
„გამოკვლევებს ახალი არაფერი გამოუვლენია. ეს ისედაც კარგად იცოდნენ გამოცდილმა ფერმერებმა. თუ მეტ ყურადღებას დაუთმობ პირუტყვს, მაგალითად სახელით მოუხმობ ან ზრდის პროცესში მეტ სითბოს გამოავლენ, მხოლოდ ადამიანებისადმი კი არ განაწყობ დადებითად, არამედ ის უფრო მეტსაც მოიწველის“.